25.ნოემბერი .2020 12:54

საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა

საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა
views 548
უკან

2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 7 824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 4%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (3 377 ტონა), უკრაინასა (2 832 ტონა) და სომხეთში (1 475 ტონა), ასევე ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა