მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 13 000 ტონა ამერიკული ხორბალი მიიღო

5ffbfab60806c
BM.GE
11.01.21 11:11
853
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ფოთის პორტში, 13 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლით და 4 000 ტონა სოიოს შროტით (მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოყენებადი საკვები) დატვირთული გემი შემოვიდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის, მათ შორის მეცხოველეობის, განვითარების პროგრამაში ჩაიდება.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა არამარტო ხელს უწყობს გაუმჯობესდეს ქვეყანაში საკვების უსაფრთხოება და ხარისხი რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის წარმოებაში, არამედ ეხმარება კომპანიებს გაძლიერებასა და განვითარებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.