მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 4 თვეში აზოტოვანი სასუქის ექსპორტით $128.3 მლნ შემოსავალი მიიღო - სად გაგვაქვს პროდუქტი

628b538dc72ce
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.22 09:40
1195
მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 251.2%-ით გაიზარდა. შედეგად ქვეყანამ აღნიშნული საქონლის რეალიზაციიდან 128.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ქვეყნის უმსხვილეს 10 საექსპორტო საქონელს შორის აზოტოვანმა სასუქებმა 8.1%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა და ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტს გადააჭარბა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უცხო ქვეყნებში სულ 192 541 ტონა აზოტოვანის სასუქის რეალიზება მოხდა, რაც მოცულობით გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის მოცულობას 4.8%-ით ჩამორჩება. ექსპორტის ღირებულებისა და მოცულობების შედარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის საერთაშორისო ბაზარზე საქონლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აზოტოვანი სასუქის ექსპორტი აღარ განხორციელებულა, თუმცა უკრაინა უმსხვილესი საქონლის სამეულში იანვარ-თებერვლის ექსპორტით მაინც მოხვდა. აღსანიშნია, ისიც რომ რუსეთ-უკრაინის ომმა, საექსპორტო მიმართულებებიც შეცვალა და რეიტინგში პირველ ადგილებზე აფრიკის ქვეყნები წამოწია.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

1. პერუ - 60.9 მლნ დოლარი, 90 000 ტონა;
2. რუმინეთი - 14.4 მლნ დოლარი, 27 373 ტონა;
3. უკრაინა - 13 მლნ დოლარი, 18 194 ტონა;
4. ინდოეთი - 12.1 მლნ დოლარი, 16 500 ტონა;
5. სომხეთი - 7.2 მლნ დოლარი, 10 460 ტონა;
6. განა - 6.5 მლნ დოლარი, 9 959 ტონა;
7. მოზამბიკი - 4.5 მლნ დოლარი, 6 058 ტონა;
8. ნიგერია - 3.6 მლნ დოლარი, 5 341 ტონა;
9. ტანზანია - 3.2 მლნ დოლარი, 4 500 ტონა;
10. მალი - 897 ათასი დოლარი, 1 200 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა, აზოტოვანი სასუქები ექსპორტზე აზერბაიჯანში, სენეგალში, მავრიტანიაში და თურქეთში გავიდა.