საქართველომ მიმდინარე წლის 5 თვეში 7.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 650 ტონა ყველი და ხაჭო შეიძინა. გასულ წელთან შედარებით, იმპორტი 30.3%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის იანვარ-მაისში შეძენილი საქონლის მოცულობა ბოლო ათი წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ყველის და ხაჭოს იმპორტი გასულ წელთან შედარებით, თითქმის ყველა საიმპორტო ბაზრიდან გაზრდილია. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ქვეყანა აღნიშნულ საქონელს ყიდულობს, უმსხვილეს ქვეყნებში პირველ ადგილს წლების განმავლობაში გერმანია იკავებდა. TOP-5 საიმპორტო ქვეყნა კი ასეთია:
1. გერმანია - 1.4 მლნ დოლარი, 296 ტონა;
2. რუსეთი - 1.1 მლნ დოლარი, 373 ტონა;
3. თურქეთი - 948 ათასი დოლარი, 258 ტონა;
4. ნიდერლანდები - 710 ათასი დოლარი, 137 ტონა;
5. პოლონეთი - 605 ათასი დოლარი, 118 ტონა.
გარდა ამისა, ყველისა და ხაჭოს იმპორტი საფრანგეთიდან, დანიიდან, იტალიიდან, ფინეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ბევრად ჩამორჩება იმპორტის რიცხვებს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქონლის იმპორტი გაზრდილია. ამ პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 426 ათასი დოლარის ღირებულების 61 ტონა ყველი და ხაჭო გაიყიდა.
პროდუქტი ძირითადად სომხეთში გადის, თუმცა საექსპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება: სომხეთი - 225 ათასი დოლარი, 40 ტონა; აშშ - 157 ათასი დოლარი, 16 ტონა; კანადა - 28 ათასი დოლარი, 2 ტონამდე; ჰონ-კონგი - 4.5 ათასი დოლარი; აზერბაიჯანი - 4.3 ათასი დოლარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 4 ათასი დოლარი და სინგაპური - 2 ათასი დოლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი