მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ $90 მლნ-ის შაქარი შეიძინა - TOP საიმპორტო ბაზრები

63dd02ee5a90a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 16:55
1182
გასულ 2022 წელს საქართველოდან შაქრის შესაძენად 89.4 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 151 762 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შაქრის იმპორტი გასული წელს 2021 წლის პერიოდის მაჩვენებელს როგორც მოცულობით (25.7%), ასევე ღირებულებით (48.2%) აღემატება.

ამ პერიოდში 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების შაქარი ქვეყანაში მხოლოდ 9 საიმპორტო ბაზრიდან შემოვიდა, რომელთა შორის ლიდერი ბრაზილია იყო.

TOP-საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:

1. ბრაზილია - 45.1 მლნ დოლარი, 82 219 ტონა;
2. პოლონეთი - 12.6 მლნ დოლარი, 18 856 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 8.7 მლნ დოლარი, 13 011 ტონა;
4. მექსიკა - 6 მლნ დოლარი, 11 500 ტონა;
5. შვეიცარია - 5.6 მლნ დოლარი, 10 270 ტონა;
6. საფრანგეთი - 5.2 მლნ დოლარი, 3 940 ტონა;
7. ნიდერლანდები - 1.9 მლნ დოლარი, 1 688 ტონა;
8. ეგვიპტე - 1.6 მლნ დოლარი, 2 349 ტონა;
9. თურქეთი - 1,3 მლნ დოლარი, 2 517 ტონა;

მცირე მოცულობით შაქრის იმპორტი კოლუმბიიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან და ისრაელიდან განხორციელდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს ქვეყნიდან 3.8 მლნ დოლარის ღირებულების 7 182 ტონა შაქარი გავიდა ექსპორტზე, რომლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოების იყო (3.7 მლნ დოლარი, 7 101 ტონა).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის შემდეგ საქართველოდან ამ მოცულობით ექსპორტი არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 10 თვეში კი ექსპორტი თითქმის 2017 წლის ამავე პერიოდის (3.9 მლნ დოლარი, 7 623 ტონა) მონაცემების ანალოგიურია. სტატისტიკის მიხედვით 2017 წლის შემდეგ შაქრის ექსპორტი ან მინიმალური იყო, ან საერთოდ არ გვქონდა.

ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი აზერბაიჯანი (3.7 მლნ დოლარი, 7 028 ტონა) და სომხეთი (54 ათასი დოლარი, 73 ტონა) იყო.