მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა - 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.
ამ პერიოდში ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე 9 ქვეყანაში: რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონგ-კონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში გავიდა.