მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი დაბლოკა - კონგრესის წინაშე ტრამპის ყოფილი მრჩევლის განცხადება

5dc719e4e504f
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.19 23:50
6974
აშშ-ის კონგრესში თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე დონალდ ტრამპის მიერ საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას - კონკრეტულად კი უკრაინის პრეზიდენტის შესაძლო იძულებას ეხება. ტრამპი ვლადიმერ ზელენსკისგან მისი შესაძლო საარჩევნო მეტოქის, ჯო ბაიდენის იმიჯის შელახვისთვის ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმიანობის გამოძიებას ითხოვდა, რაც კონგრესმენთა ნაწილის აზრით კანონდარღვევაა და პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სათანადო წინაპირობას წარმოადგენს. 

სწორედ აღნიშნული საკითხის გამოძიების ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წინაშე, ფიცის ქვეშ, ჩვენება მისცა ფიონა ჰილმა, რომელიც 2019 წლის აგვისტომდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი და ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის საკითხების წამყვანი ექსპერტი იყო. ჰილმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების შესახებ საუბრის დროს განაცხადა, რომ თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში მოხდა ორი ფაქტი, როდესაც ქვეყნებმა აშშ-ის ელჩობის კონკრეტული კანდიდატების შესახებ ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს. ერთი ასეთი შემთხვევა უკრაინაში, მეორე კი საქართველოში მოხდა. ფიონა ჰილის განცხადებით, ორივე ჯერზე, ქვეყნის მთავრობები მიუთითებდნენ, რომ ელჩობის კანდიდატი, მათი წინამორბედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო.

ფიონა ჰილის თქმით, საქართველომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურასთან დაკავშირებით ის არგუმენტი დააყენა, რომ თითქოს ბრინკი მიხეილ სააკაშვილთან იყო დაახლოებული, რაც ფიონა ჰილის განცხადებითვე, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

“ორი მაგალითი იყო, როდესაც ელჩს უარი უთხრეს აგრიმანზე ან უარი ითქვა განხილვაზე ქვეყნის მიერ, იმიტომ, რომ ისინი დაადანაშაულეს წინამორბედ პრეზიდენტთან სიახლოვეში. ეს მოხდა ჩვენს ელჩთან დაკავშირებით საქართველოში, რომელიც სააკაშვილის დროს მუშაობდა ჩვენს საელჩოში საქართველში და მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახლოს იყო მასთან”, – განაცხადა ფიონა ჰილმა.

ინგლისურად:

“there's been two instances in which ambassadors have been refused agrement or been refused consideration by the countries because they've been accused of being close to the previous incumbent President.

This happened with our Ambassador to Georgia, and she'd been previously serving 'in the Embassy in Georgia under Saakashvili, and the current President said that she was close to him and purported to provide information to me and to others, and this wasn't true.”

ფიონა ჰილის გამოკითხვის სრული ტრანსკრიპტი 



საქართველოს მთავრობის მიერ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურასთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2018 წლის დეკემბერში გავრცელდა. აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ ამ ცნობებს ჭორები და დეზინფორმაცია უწოდა.

ფიონა ჰილის გამოკითხვა 2019 წლის 14 ოქტომბერს მოხდა, კონგრესმა მისი ტრანსკრიპტი 9 ნოემბერს გამოაქვეყნა.