მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ჩაის ექსპორტით $2.7 მლნ მიიღო - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს?

614740be612a1
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.21 20:30
1155
2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩაის ექსპორტით 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოდან რეალიზებული არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაის მოცულობამ კი 1 339.4 ტონა შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს ჩაის საექსპორტო მოცულობები 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდი მონაცემებს, ხოლო 23.8%-ით - 2019 წლის 7 თვის მონაცემებს, თუმცა ექსპორტირებული ჩაის ღირებულება გასულ წელთან შედარებით შემცირებულია (2020 წლის 7 თვე - 2,8 მლნ დოლარი), ხოლო 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია (2019 წლის 7 თვე 2.3 მლნ დოლარი).

აღნიშნული წლების განმავლობაში საქართველოსთვის ჩაის მთავარ საექსპორტო ბაზრად აზერბაიჯანი რჩებოდა, ხოლო საქონლის ექსპორტი, დაახლოებით, 20 ქვეყანაში ხორციელდებოდა. 2021 წლის Top-10 საექსპორტო ქვეყანა:

1. აზერბაიჯანი - 1.3 მლნ დოლარი, 184.3 ტონა;
2. თურქეთი - 506.8 ათასი დოლარი, 150.8 ტონა;
3. მონღოლეთი - 219.9 ათასი დოლარი, 400.5 ტონა;
4. თურქმენეთი - 150.9 ათასი დოლარი, 83.1 ტონა;
5. უკრაინა - 119.5 ათასი დოლარი, 64.3 ტონა;
6. ყაზახეთი - 115.6 ათასი დოლარი, 288.9 ტონა;
7. რუსეთი - 90.8 ათასი დოლარი, 110.7 ტონა;
8. უზბეკეთი - 63.8 ათასი დოლარი, 8.3 ტონა;
9. ესტონეთი - 30.9 ათასი დოლარი, 0.4 ტონა;
10. ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 30 ათასი დოლარი, 2 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრიდან შესყიდული ჩაის მოცულობები ექსპორტის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 7 თვეში ჩაის იმპორტი 15%-ით შემცირდა და 1 169.7 ტონა ჩიას შესასყიდად ქვეყნიდან 4,8 მლნ დოლარი გავიდა.

საიმპორტო ბაზრებს შორის კი პირველ ადგილს კვლავ აზერბაიჯანი იკავებს. TOP-10 ქვეყანა კი, სადაც ჩაის ვყიდულობთ:

1. აზერბაიჯანი - 2.6 მლნ დოლარი, 427 ტონა;
2. რუსეთი - 858.9 ათასი დოლარი, 139.5 ტონა;
3. შრი-ლანკა - 784.3 ათასი დოლარი, 203.7 ტონა;
4. თურქეთი - 108.6 ათასი დოლარი, 329.1 ტონა;
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 104.5 ათასი დოლარი, 9.2 ტონა;
6. გერმანია - 87.3 ათასი დოლარი, 4.9 ტონა;
7. საფრანგეთი - 73.6 ათასი დოლარი, 2 ტონა;
8. ჩინეთი - 34,8 ათასი დოლარი, 11.09 ტონა;
9. ყირგიზეთი - 30 ათასი დოლარი, 2 ტონა;
10. პოლონეთი - 28 ათასი დოლარი, 1 ტონა.