ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს კოვაქს-პლატფორმაზე ვაქცინის ღირებულების 25% უკვე გადახდილი აქვს და ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მიიღებს. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ ჩუქნის და საქართველოს მთავრობა ცრუობს, როცა ამბობს, რომ თანხას იხდის.
„გადახდილი გაქვს ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების ღირებულების 25%, ეს არის 4 მლნ დოლარი და ჩვენ ვაქცინას ვიღებთ კოვაქსის პლატფორმიდან. გვაქვს ოფიციალური მიმოწერა და ექსპერტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინის - Pfizer-ის შემოტანა Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, დღეისთვის საქართველოს 700 000 მოქალაქისთვის ვაქცინის 1.4 მლნ დოზა აქვს შეძენილი, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.
„6 იანვარს ქვეყნებმა მიიღეს წერილი კოვაქს პლატფორმიდან Pfizer-ის ვაქცინის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, თუმცა იქამდე ქვეყანამ ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად მზადაა და ეს განაცხადი 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს. იანვრის ბოლომდე კი, კოვაქსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და "იუნისეფი" შეაფასებენ განაცხადებს, ქვეყნების მზაობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად მზად არის ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად, ხოლო თებერვლიდან დაიწყება დისტრიბუცია იმ ქვეყნებში, რომელიც გამოთქვამს ვაქცინის მიღების მზაობას, რადგან ყველა ქვეყანას Pfizer-ის ვაქცინის მიღების არც შესაძლებლობა აქვს და არც - სურვილი. ჩვენ ვაკეთებთ ამ განაცხადს და იანვრის ბოლოს გვექნება პასუხი“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა