მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმზე - აშშ–ის ელჩი

622a2d61c434e
BM.GE
10.03.22 20:52
939
საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმზე , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე საქართველოში რუსულ ბიზნესებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ქვეყნის ერთიანობა.

"მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რუსული ბიზნესების შესახებ, ასე რომ არ შემიძლია პასუხის გაცემა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მიღება.

ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა გავერთიანდეთ და ყველანაირად გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. საქართველომ დააფიქსირა თავისი, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ფორუმების ფორმატში. ასევე ჩვენ კარგად ვხედავთ, ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, რომელიც იყო აბსოლუტური გულუხვობითა და სითბოთი სავსე, უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან თქვენ იცით, რას ნიშნავს, თავდასხმა არაფრისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ გინდოდათ ყოფილიყავით თავისუფალი.

ასე რომ ვფიქრობ, რომ საელჩოებს ნამდვილად სჭირდებათ ერთიანობა და საქართველოსთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია განიცდის პოლარიზაციას, ახლა არის დრო, ეს არის მიზეზი, რომ გავერთიანდეთ. ხალხის გული და მათი ლოცვა უკრაინელ ხალხთანაა და იმედი მაქვს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, გაერთიანდება. ეს არის ახლა საჭირო", - განაცხადა დეგნანმა.

ipn.ge