მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა დაასრულა - გახარია ევროპას მადლობას უხდის

5ebe712ad8804
BM.GE
15.05.20 14:36
903
საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა; ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება. მინდა, ჩვენს თითოეულ ევროპელ პარტნიორს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.