მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ კოვიდ-შემთხვევებით გაუსწრო ავსტრალიას, ნორვეგიას, ფინეთს და კიდევ 130 ქვეყანას

5f99cd588357a
თამთა ჯიჯავაძე
29.10.20 00:00
2397
საქართველომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ისეთ ქვეყნებს გადაუსწრო, როგორიცაა მაგალითად, ავსტრალია, სლოვენია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და ფინეთი.

ამ დროისთვის საქართველოში ჯამში დაფიქსირებულია კოვიდ-ინფიცირების 33 858 შემთხვევა, მაშინ როდესაც ავსტრალიაში 27 554 შემთხვევაა დადასტურებული, სლოვენიაში - 28 215, ჩრდილოეთ მაკედონიაში 27 827, ნორვეგიაში – 18 920, ფინეთში – 15 378. თუმცა, აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში.

Worldometers-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით უფრო დაბალი კოვიდ-რიცხვებით გამოირჩევიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიც – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

ასე მაგალითად, ლიეტუვაში დაინფიცირების 12 138 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვალების 144, ლატვიაში დაინფიცირების 5 144 შემთხვევა, გარდაცვალების – 63, ხოლო ესტონეთში დაინფიცირების 4 590, და გარდაცვალები – 73 შემთხვევა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა სექტემბრიდან დაიწყო. 

კორონავირუსის დღიური შემთხვევები მზარდია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც. მსოფლიოში კი ჯამში ამდრომდე ინფიცირების 44 602 731 შემთხვევაა დადასტურებული.