მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ლონდონში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში - “Fresh Produce Consortium Awards” მიიღო მონაწილეობა

632ad7ecbae44
BM.GE
21.09.22 13:20
414

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველომ ლონდონში გამართულ საკვებისა და სასმელის საერთაშორისო ღონისძიებაში - “Fresh Produce Consortium Awards” მიიღო მონაწილეობა.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, “Fresh Produce Consortium Awards”-ზე საქართველო წარმოდგენილი იყო მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი ნაწარმით, კერძოდ: კაკლოვანი კულტურები, ჩაი, სუნელები, მშრალი ხილი, და სხვა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიზანი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტების პოპულარიზაცია და უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან ბიზნესკავშირების დამყარება იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები, როგორიცაა Asda, Tesco, Waitrose, Ocado, Morrisons.

(NS)