მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან $7.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

61ade7ceb5352
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.21 16:19
653
2021 წლის 1 სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 15.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მანდარინის ექსპორტის მოცულობა 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა.

ყველაზე დიდი მოცულობით, მანდარინის რეალიზება კი რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა), უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა) განხორციელდა.