24.ივნისი .2022 14:12

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს დამსახურებული მიღწევაა“ - პრემიერი

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს დამსახურებული მიღწევაა“ - პრემიერი
views 500
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების სახით მიიღო ის, რაც დაიმსახურა და ეს დამსახურებული მიღწევაა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, პარტნიორებმა და მეგობრებმა აღნიშნეს, გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო. საქართველომ - ჩვენმა ქვეყანა მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს დამსახურებული მიღწევაა. ევროპული პერსპექტივა საქართველოს დამსახურებულად მიენიჭა. ჩაიწერა პირდაპირ, რომ რეალურად ევროპამ ჩვენს ქვეყანას კარი გაუხსნა. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების მათი ერთგულების, შეუპოვრობის, პრინციპულობის ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც.

ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივების მინიჭებით რეალურად ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ეს ნამდვილად დამსახურებული მონაპოვარია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა