მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ნიდერლანდებში $118.5 მლნ-ის საქონელი იყიდა - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები?

632ae11e5ace9
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.22 17:48
786
2022 წლის 8 თვის მონაცემებით ნიდერლანდებთან სავაჭრო ბრუნვა 20.9%-ით 136.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან საქონლის სავაჭრო ბრუნვა იმპორტის ხარჯზე გაიზარდა, რომლის წილი 86.7%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 118.5 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 25.6%-ით აჭარბებს.

TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 7.8 მლნ დოლარი, 40 ტონა;
2. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 6.9 მლნ დოლარი, 41 ტონა;
3. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 6.1 მლნ დოლარი, 37 ტონა;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5.1 მლნ დოლარი, 76 ტონა;
5. სატვირთო ავტომობილები - 4.9 მლნ დოლარი;
6. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 3.9 მლნ დოლარი, 3 174 ტონა;
7. მსუბუქი ავტომობილები - 3.8 მლნ დოლარი;
8. ფეროშენადნობები - 3.7 მლნ დოლარი, 139 ტონა;
9. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2.8 მლნ დოლარი, 6 ტონა;
10. მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 2.3 მლნ დოლარი, 92 ტონა;

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ნიდერლანდებში საქონლის რეალიზებით ქვეყანამ ჯამში 18 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი თითქმის გასული წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგიურია. უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზე კოსმეტიკური საშუალებები აღმოჩნდა.

ნიდერლანდებში ექსპორტირებული უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული ასე გამოიყურება:

1. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3.1 მლნ დოლარი, 19 ტონა;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 3 მლნ დოლარი, 73 ტონა;
3. სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1.4 მლნ დოლარი, 12 ტონა;
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1.2 მლნ დოლარი, 133 ტონა;
5. ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 1 მლნ დოლარი, 400 ტონა;
6. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 957 ათასი დოლარი, 267 ტონა;
7. მანგანუმის ოქსიდები - 947 ათასი დოლარი, 1 100 ტონა;
8. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 882 ათასი დოლარი;
9. საშუალებები თმებისათვის - 845 ათასი დოლარი, 19 ტონა;
10. ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 726 ათასი დოლარი, 264 ტონა;

ნიდერლანდებთან ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნიდან განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციამ 2021 წელს 138.3 მლნ დოლარი შეადგინა. რაც პანდემიური წლის მაჩვენებელს 33.1%-ით ჩამორჩება. შესაბამისად გასულ წელს ნიდერლანდებმა საქართველოს მთლიან FDI-ში 11.1%-იანი წილი დაიკავა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ნიდერლანდებიდან ჯამში 79 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის FDI-ს 30.8%-ით აღემატება. აღსანიშნია ისიც, რომ მეორე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციით (44.7 მლნ დოლარი) ნიდერლანდებმა საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში მეორე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან ურთიერთობისას კიდევ ერთ ეკონომიკურ მდგენელს - ტურიზმს, 2022 წლის 8 თვეში საქართველოში, ამ კონკრეტული ევროპული ქვეყნიდან 7 523 ვიზიტი განხორციელდა. ეს კი 2021 წელთან შედარებით 207.8%-ით, ხოლო 2020 წელს 275%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 52.1%-ით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ქვეყნიდან ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი 47.9%-ით აღდგა.