მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ შარშან 0.8 მლნ დოლარის ჩირი იყიდა - TOP-იმპორტიორი ქვეყნები

60755002059b9
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.21 09:00
2140
2020 წელს საქართველოში ჩირის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 792.5 ათასი დოლარის ღირებულების 400.2 ტონა შავი ქლიავის, გარგარის და ვაშლის ჩირი შეისყიდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს იმპორტირებული 63.4 ტონა ხილის ჩირის ღირებულებამ 135.0 ათასი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, მთავარ იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი, უზბეკეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებია. ჩირის იმპორტი გასულ წელს ყველა მიმართულებიდან შემცირდა. ქვეყნები, საიდანაც საქართველო ჩირს ყიდულობს, ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 453.5 ათასი დოლარი, 173.9 ტონა;
2. უზბეკეთი - 189.6 ათასი დოლარი, 173.2 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 50.2 ათასი დოლარი, 8.5 ტონა;
4. ირანი - 38.8 ათასი დოლარი, 24.2 ტონა;
5. გერმანია - 18.9 ათასი დოლარი, 1.8 ტონა;
6. უკრაინა - 16.3 ათასი დოლარი, 14.4 ტონა;

ჩირი გასულ წელს მცირე რაოდენობებით ლიეტუვიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ავსტრიიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან და ინდოეთიდან შემოვიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-თებერვალში ჩირი ირანიდან (46.1 ათასი დოლარი), უზბეკეთიდან (38.9 ათასი დოლარი) და თურქეთიდან (33.9 ათასი დოლარი) შემოვიტანეთ.

მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან 1.823 მლნ დოლარის ღირებულების 1 097.8 ტონა ხმელი ყურძენი, იგივე ჩამიჩი შევისყიდეთ. აღნიშნული რაოდენობა 2019 წელს იმპორტთან შედარებით მცირედითაა შემცირებული (1.858 მლნ დოლარი, 1 101.1 ტონა).

ჩამიჩის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები 2020 წელს:

1. უზბეკეთი - 857.7 ათასი დოლარი, 527.6 ტონა;
2. ირანი - 744.8 ათასი დოლარი, 468.8 ტონა;
3. თურქეთი - 174.8 ათასი დოლარი, 90.3 ტონა.