მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი ტრაგედია, რაც დღეს უკრაინაში ხდება - ღარიბაშვილი

6233227c1c1e4
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 15:58
671
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ 2008 წელს გამოსცადა ის უბედურება რაც დღეს უკრაინაში ხდება. ამის შესახებ პრემიერმა პოლონეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რაოდენ სიმბოლურია, რომ დღეს, პოლონეთისა და ევროპის გამორჩეული ლიდერის, საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ კაჩინსკის მონუმენტს ჩვენ ერთად გავხსნით ბათუმში.

სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში.

ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს. მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა პრემიერმა.