მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ტურიზმიდან $841 მილიონის შემოსავალი მიიღო - ლიდერები რუსეთი და ბელარუსი არიან

62ab03cba25cd
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.22 14:25
1181
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ყველაზე დიდი შემოსავალი მაისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მყოფმა 319,000-მა ვიზიტორმა $258 მილიონი დოლარი დახარჯა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ტურისტულ შემოსავალს ქვეყნების მიხედვით. ამ მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც წელს გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.

მთლიანობაში 2022 წელს საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1) რუსეთი - $150.4 მილიონი დოლარი, 156,910 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $959
2) ბელარუსი - $94.6 მილიონი დოლარი; 29,671 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $3,188
3) ევროკავშირი - $90.3 მილიონი დოლარი; 72,181 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,251
4) უკრაინა - $82.2 მილიონი დოლარი; 55,630 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,478
5) თურქეთი - $80.8 მილიონი დოლარი; 199,945 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $404
6) ისრაელი - $79.1 მილიონი დოლარი; 64,022 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,236
7) აზერბაიჯანი - $30.6 მილიონი დოლარი; 53,331 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $574
8) სომხეთი - $30.0 მილიონი დოლარი; 133,796 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $224
9) საუდის არაბეთი - $24.6 მილიონი დოლარი; 19,391 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,269
10) ირანი - $22.7 მილიონი დოლარი; 27,775 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $817

დანარჩენი ქვეყნები - $155.7 მილიონი დოლარი.

ჯამურად, 2022 წელს ტურიზმის შემოსავალი პანდემიამდელი პერიოდის - 2019 წლის მაჩვენებლების -  75%-ზე აღდგა.