15.ივლისი .2022 12:46

საქართველომ ტურიზმიდან ექვს თვეში $1.1 მლრდ მიიღო - პირველ ადგილზე რუსეთია

საქართველომ ტურიზმიდან ექვს თვეში $1.1 მლრდ მიიღო - პირველ ადგილზე რუსეთია
views 868
უკან

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ყველაზე დიდი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში მყოფმა 387,000-მა ვიზიტორმა $302 მილიონი დოლარი დახარჯა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ტურისტულ შემოსავალს ქვეყნების მიხედვით. ამ მხრივ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც წელს ვიზიტორებთან ერთად გრძელვადიანი მიგრანტები შემოვიდნენ. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $219 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 122.6 მილიონი დახარჯეს.

მთლიანობაში 2022 წლის ექვს თვეში საქართველომ 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - $219 მილიონი, 247,149 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $885
2. ბელარუსი - $123 მილიონი, 41,955 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $2,922
3. ევროკავშირი* - $121 მილიონი, 97,496 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,240
4. თურქეთი - $109 მილიონი, 262,137 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $415
5. უკრაინა - $108 მილიონი, 70,903 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,523
6. ისრაელი - $105 მილიონი, 84,577 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,237
7. სომხეთი - $43 მილიონი, 195,770 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $218
8. აზერბაიჯანი - $39 მილიონი, 66,398 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $592
9. საუდის არაბეთი - $38 მილიონი, 29,763 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $1,277
10. ირანი - $31 მილიონი, 37,229 ვიზიტორი, ერთის საშუალო დანახარჯი $838

დანარჩენი ქვეყნები - $208.7 მილიონი დოლარი.

მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში წელს 1.43 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად ტურისტული ნაკადი პანდემიამდელ პერიოდის 44%-ზე აღდგა. თუმცა ბევრად უფრო მაღალ ნიშნულზეა ტურიზმის შემოსავლების აღდგენა, რადგანაც ამავე პერიოდში ქვეყანამ 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელი პერიოდის 78%-ია.