მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ თხილის ექსპორტიდან უკვე $33.7 მლნ მიიღო, ზრდა 63%-ია

5f8451dea0b99
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 17:00
1522
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 6 273 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც ქვეყანამ 33.7 მლნ დოლარი მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს 2 195 ტონით (54%) მეტი თხილი გავიდა ექსპორტზე (13.1 მლნ დოლარით (63%) მეტი).

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება: გერმანიაში (1 989 ტონა); იტალიაში (1 098 ტ.); ჩეხეთში (382 ტ.); პოლონეთში (210 ტ.);ბულგარეთში (176 ტ.); საფრანგეთში (169 ტ.); ესპანეთში (165 ტ.); ლიეტუვაში (161 ტ.); საბერძნეთში (97 ტ.); ესტონეთში (44 ტ.); ლატვიაში (43 ტ.); ავსტრიაში (22 ტ.); სლოვაკეთსა (15 ტ.); ხორვატიაში (10 ტ).

თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა - რუსეთი (354 ტ.); სომხეთი (326 ტ.); ბელარუსი (153 ტ.); უკრაინა (148 ტ.); ბრაზილია (136 ტ.); ალჟირი (98 ტ.), კანადა (64 ტ.), მექსიკა (53 ტ.), საუდის არაბეთი (60 ტ.), ერაყი (24 ტ.), დიდი ბრიტანეთი (22 ტ.), აშშ (19 ტ.) და სხვა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბურმა ღონისძიებების შედეგია.