მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ვაქცინასთან დაკავშირებით Covax-პლატფორმისგან წერილი მიიღო - ამირან გამყრელიძე

600abd284f88f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 16:18
1008
საქართველომ Covax პლატფორმიდან ვაქცინის 500 000 დოზის შემოსვლის წერილი მიიღო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობის ვაქცინა სავარაუდოდ Astrazeneca-ს წარმოების იქნება.

„გუშინ ქვეყანაში დამტკიცდა ვაქცინაციის დანერგვის გეგმა. 29 იანვარს ველოდებით პირველ გადაწყვეტილებებს Pfizer-ის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. გუშინ წინ შემოვიდა კოვაქს პლატფორმიდან წერილი, პირველი 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით იქნება Astrazeneca-ს ვაქცინა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღავენლმა.