საქართველომ Covax პლატფორმიდან ვაქცინის 500 000 დოზის შემოსვლის წერილი მიიღო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობის ვაქცინა სავარაუდოდ Astrazeneca-ს წარმოების იქნება.
„გუშინ ქვეყანაში დამტკიცდა ვაქცინაციის დანერგვის გეგმა. 29 იანვარს ველოდებით პირველ გადაწყვეტილებებს Pfizer-ის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. გუშინ წინ შემოვიდა კოვაქს პლატფორმიდან წერილი, პირველი 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით იქნება Astrazeneca-ს ვაქცინა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღავენლმა.