მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ წელს $4 მლნ-მდე საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონელი შეიძინა

61cc6ea531d68
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.21 09:00
638
საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 3.9 მლნ დოლარის ღირებულების საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონელი შეიძინა, რომლის საერთო მოცულობა 518 ტონა იყო.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ იმპორტირებული საქონლის მოცულობა 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულება მცირედით - 2%-ით გაიზარდა (2020 წელი 3.9 მლნ დოლარი, 753.7 ტონა; 2019 წელი - 4.6 მლნ დოლარი, 872 ტონა).

საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონლის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიდანაც 3.4 მლნ დოლარის ღირებულების 477 ტონა პროდუქტი შემოვიდა. ამ მიმართულებიდან საქონლის იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა (2020 წელი - 3.2 მლნ დოლარი, 684 ტონა).

მცირე მოცულობით საახალწლო და საშობაო დღესასწაულების საქონელი ჰონ-კონგიდან (146.3 ათასი დოლარი), ნიდერლანდებიდან (126.9 ათასი დოლარი), ტაივანი, ჩინეთის პროვინცია (41 ათასი დოლარი), ტაილანდი (39.5 ათასი დოლარი), ირანიდან (39.4 ათასი დოლარი), იტალია (28 ათასი დოლარი), რუსეთი (26.3 ათასი დოლარი), გერმანია (23 ათასი დოლარი) და ა.შ.