რუსული ანალიტიკური პლატფორმა East Fruit.ge, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების შესახებ ინფორმაციას აანალიზებს, საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის საექსპორტო შესაძლებლობებზე ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „საქართველოს შესაძლოა, უახლოეს წლებში ლურჯი მოცვის უმსხვილესი 25 ექსპორტიორი ქვეყნის სიაში შევიდეს, თუ ის კენკროვანის წარმოებას დღეს არსებული ტემპებით გააგრძელებს“.
EastFruit-ის ანალიტიკოსების წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის შედეგებით საქართველოს 630 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტირება შეუძლია, რაც ექსპორტის ახალი რეკორდული მაჩვენებელი იქნება. მათივე მონაცემებით, 2019 წლის რეკორდი 185 ტონას შეადგენდა. „ამიტომ, თუ მონაცემების სწორად იქნება შეფასებული, ლურჯი მოცვის ექსპორტი ერთი სეზონის განმავლობაში 3.4-ჯერ გაიზრდება“, - წერენ EastFruit-ის ანალიტიკოსები.
„საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტის მკვეთრი ზრდა რუსეთში, ეკონომიკური სირთულეებისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების მიუხედავად, ამ კეკროვან კულტურაზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული. ექსპორტის ზრდა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოება რომ არ გაზრდილიყო, სადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული კენკროვანი კულტურის ფართობები სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, ბაღების უმრავლესობა მსხმოიარობის სრულ ფაზაზე გადის და ლურჯი მოცვის მიწოდებაც იზრდება“, - განმარტავს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.
EastFruit-ში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოდან ლურჯი მოცვზე მოთხოვნა მიმდინარე წელს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში - არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში შემცირდა. შესაბამისად რუსეთის წილმა მომარაგებაში დაახლოებით 99% შეადგინა. "გაყიდვების მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ყოველთვის მაღალი რისკის შემცველია. ამიტომ ქვეყანა უნდა შეეცადოს ალტერნატიული ბაზრები მოიძიოს, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოში ლურჯი მოცვი მაშინ მწიფდება, როდესაც სრულდება ბაზრის მომარაგება ესპანეთიდან, ხოლო უკრაინიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა", - წერს გამოცემა.
„მოცვის ტრანსპორტირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ამ კენკრის მიწოდება ევროკავშირის ბაზრებზეც კი შეუძლია. თუმცა, მომდევნო წლებში რუსეთში ლურჯ მოცვზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი და ის ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ფასზე მაღალი იქნება, ამიტომ, ცხადია საქართველოდან მოცვის საექსპორტო მარაგების დივერსიფიკაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან“, - განაცხადა FAO-ს საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის