მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური ატაშეები თადაპირველად აშშ-ში, ბელგიასა და პეკინში ეყოლება

5d9ee93f2a46f
BM.GE
10.10.19 12:13
1360
საქართველოს მომავალ წელს 3 ეკონომიკური ატაშე ეყოლება,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.


“სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებულ 6 პოზიციაზე შემოვიდა 9 განაცხადი. პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 6, საიდანაც დავტოვეთ სამი. პირველ ეკონომიკურ დესპანებს მივავლენთ აშშ-ში, ბელგიასა და პეკინში,"- განაცხადა მიხეილ ნინუამ.


ცნობისთვის: მთავრობა რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტს შექმნიდა, ეს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის 13 ივნისს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე დაანონსა. 

სამი წლის განმავლობაში - 2016 წლიდან 2019 წლამდე მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მთავრობის „გემოვნება“ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, კომერციული ატაშის ნაცვლად პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური დესპანები უნდა დაინიშნოს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რანგით უფრო მაღლა დგას, ვიდრე - ატაშე.

ეკონომიკური დესპანები 7 სამიზნე ქვეანაში დაინიშნებიან. მათ შორისაა: აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და იაპონია. დესპანების მთავარი ფუნქცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.