მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 10 ძირითადი საექსპორტო საქონლიდან 7-ის ექსპორტი შემცირებულია

5ec388fe6583e
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.20 11:22
1159
აპრილში საქართველოს ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყენებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 223.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $86.4 მილიონით (27.9%) ნაკლებია. ჯამურად, იანვარ-აპრილში კი ექსპორტის მოცულობამ $1 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11.9%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის კლება საქონლის საკმაოდ ბევრ სახეობაზე აისახა, შესაბამისად 10 ძირითადი საექსპორტო საქონლიდან 7-ის ექსპორტი შემცირებულია. 

საქართველოს 10 ძირითადი საექსპორტო საქონელი:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $215.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10.4%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $134.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -12.4%;
  3. ფეროშენადნობები - $91.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21.7%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $55.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -12.5%;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები - $37.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -8.7%;
  6. აზოტოვანი სასუქები - $36.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -16.5%;
  7. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $31.9 (წინა წელს ამ საქონლის ექსპორტი არ დაფიქსირებულა);
  8. სპირტიანი სასმელები - $31.3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -3.2%;
  9. ოქრო - $29 მილიონი დოლარი ზრდა წინა წელთან 38.1%;
  10. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $28 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -61.5%;
  11. დანარჩენი საქონელი – სულ  $308.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან   -21.9%.