მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირდა

5e9ea1bd4b3c1
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.20 11:35
1603
საქსტატმა დღეს 2020 წლის იანვარ-მარტის ექსპორტის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდში საქართველოდან უცხოეთში საქონლის ექსპორტი $778.2 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 1.4%-ით შემცირდა და მან $1.99 მილირდი დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან ექვსის ექსპორტი შემცირდა, უფრო დეტალურად ექსპორტის სტატისტიკა ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $158.9 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 17.1%;
2. მსუბუქი ავტომობილები - $127.9 მილიონი მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;
3. ფეროშენადნობები - $58.1 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 39.1%;
4. ღვინოები - $44.2 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 9.6%;
5. აზოტოვანი სასუქები - $30.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 14.2%;
6. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $27.6 მილიონი აშშ დოლარი, (2019 წელს ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტი არ ფიქსირდებოდა);
7. მინერალური და მტკნარი წყლები - $26.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 11.3%;
8. სპირტიანი სასმელები - $25.5 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 9.2%;
9. ოქრო - 19.8 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 19.6%;
10. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $12.2 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 76.8%.

სხვა ყველა დასახელების საქონლის ექსპორტია - $248 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 12.8%-ია.