მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 16 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

5e7f6f0bd540c
BM.GE
28.03.20 19:32
1118

საქართველოს 16 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"სიახლე ის არის, რომ ერთ პაციეტზე განმეორებით ტესტირებით უარყოფითი პასუხი გვაქვს. ერთი გამოჯანრთელებული გვყავს,მაგრამ ჯერჯერობით მას კლინიკა არ დაუტოვებია. სულ 16 გამოჯანმრთელებლი გვყავს 15 ჩვენთან და ერთი საჩხერეში"-აცხადებს ეზუგბაია.


მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დილის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 85-ს შეადგენს. 


stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 85-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 4534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირი იმყოფება.