მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

5e8041b7cd8f2
BM.GE
29.03.20 10:32
1920

საქართველოს 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ორ პაციენტს განმეორებით ტესტი ჩაუტარდა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს. შესაბამისად ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული 18 პაციენტიდან ორი ბავშვია. 

"როგორც იცით ქვეყანაში გუშინ იყო 16 გამოჯანმრთელებული, 15 იყო ჩვენი. ამ 15-ს დაემატება 2 და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში და ჯამში 18. ამ 17-დან 2 ბავშვია. ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, წინა დღებში დატოვა ერთმა, სულ გამოგვივა, რომ 2 გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა, დარჩება 3, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"-განაცახდა ეზუგბაიამ. 

გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან 17 ინფექციურში, ერთი კი საჩხერის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, ასეთი ბოლო მონაცემებით 90-ია, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 4717, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 პირი იმყოფება.