მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ადამიანური რესურსის კუთხით დიდი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია"

5dff41cebde4e
ნუცა ბაზლიძე
22.12.19 14:22
1399
„არსებობს ტრენდი, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ევროპიდან ოფისები გადადის აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა, ამასთანავე, აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ჭირს სამუშაო ძალა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ადამიანური რესურსის თვალსაზრისით დიდი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, რადგან ჩვენ გვყავს ახალგაზრდა თაობის ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც უცხოურ ენებზე საუბრობენ“, - აღნიშნავს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში.

ამასთან, მიხეილ ხიდურელის განმარტებით, „აწარმოე საქართველოში“ აგრძელებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობას. მისივე თქმით, სააგენტო განსაკუთრებით რეგიონებზეა კონცენტრირებული და მაგალითად „მეიჯორელი ჯორჯიას“ შემთხვევა მოჰყავს, რომელიც თბილისის შემდეგ ქუთაისშიც ფუნქციონირებს და 400-მდე ადამიანს ასაქმებს.

„ჩვენ გადასახადების კუთხით ვართ მოწინავე ქვეყანა. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის რეიტინგი, სადაც მე-3 ადგილზე ვართ გადასახადების სიმცირით, და ამ კუთხით, ვფიქრობ, ბევრ ქვეყანას ვუწევთ კონკურენციას“, - დასძენს ხიდურელი.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.