მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აეროპორტში არსებული კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ არიან - სახდეპი

646c61e78255a
მარიამ ვარადაშვილი
23.05.23 10:55
2335

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენით ქართული კომპანიები სანქცირების რისკის ქვეშ არიან.

მისივე თქმით, აშშ კვლავ შეშფოთებულია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებით, იმ ფონზე, როცა დასავლური სამყარო რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა.

“რუსულ ხომალდებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ რუსულ ავიაკომპანიებს საჰერო სივრცის გამოყენება აუკრძალა. ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლებით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტში არსებული კომპანიები სანქციების შესაძლო რისკის ქვეშ არიან. სრულიად დასავლური სამყარო დისტანცირდა რუსეთის რეჟიმისგან და ახლა რუსეთთან კავშირების გაღრმავების დრო არ არის",-განაცხადა მილერმა.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ორ რუსულ კომპანიას საქართველოში ფრენების ნებართვა მისცა, აქედან ერთი მოსკოვი-თბილისის რეისზე უკვე ოპერირებს.