04.სექტემბერი .2020 14:05

საქართველოს არაბული ქვეყნების საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობა სურს

views 382
უკან

საქართველოს არაბული ქვეყნების საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობა სურს, -ამის შესახებ ისაუბრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საუდის არაბეთის ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირმა შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო დაინტერესებულია, რომ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღინიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ინტერესი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების პროცესის გააქტიურების შესახებ“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2020 წლის იანვარი - ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი 9-ჯერ, 818 პროცენტით გაიზარდა.

ყურის თანამშრომლობის საბჭოში შედიან - საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო, ბაჰრეინის სამეფო.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა