მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი ეწვევა

62829ba71109c
თამთა ჯიჯავაძე
16.05.22 22:44
1079
საქართველოს 18-19 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი დერეკ ჩოლეტი ეწვევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, ის თბილისში კონსულტაციებს გამართავს ქართველ პარტნიორებთან ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების საკითხებზე.

ასევე, ის შეხვდება მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, ასევე უკრაინაში მიმდინარე კრემლის ომსა და იმასაც, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს ხალხის მისწრაფებები დემოკრატიის, მშვიდობისა და ევროატლანტიკური მომავლისკენ.