12.თებერვალი.2019 21:00
ეკონომიკა

საქართველოს ავღანეთიდან 15-კაციანი დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ავღანეთიდან 15-კაციანი დელეგაცია ეწვევა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სრული დაფინანსებით, 5-6 მარტს საქართველოს ავღანეთიდან 15-კაციანი დელეგაცია ეწვევა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნოშრევან ლომთათიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი ღონისძოება აქვს დაგეგმილი.

„საქართველოს აქტიურად სტუმრობენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები. წელს, 5-6 მარტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რჩევითა და სრული დაფინანსებით, საქართველოს 15-კაციანი დელეგაცია ეწვევა ავღანეთიდან, რომელშიც ავღანეთის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ეკონომიკური მინისტრის მოადგილე და სხვა მაღალი დონის ოფიციალური წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მთელ რიგ ღონისძიებებს; წლის განმავლობაში იგეგმება ბევრი ცნობილი ადამიანის ჩამოყვანა, საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა, იმისათვის, რომ სამომავლოდ უფრო აქტიური თანამშრომლობა დავამყაროთ“, - განაცხადა ლომთათიძემ.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
102

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად