მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ავტოპარკის მხოლოდ 7%-ია დაზღვეული

61502952929c4
BM.GE
26.09.21 11:55
776
საქართველოში სულ 1.2 მილიონზე მეტი ავტომობილი არის რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 98,594-ს ანუ 7% აქვს სადაზღვევო პოლისი. 

სადაზღვევო ბაზრის ანგარიშის თანახმად, ავტოდაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ რიგით მეორე უმსხვილესი სეგმენტია. 2021 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით სულ 74.5 მილიონი ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2020 წლის შედეგს მხოლოდ 15.5 მილიონი ლარით აღემატება. თავად დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 6,000-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ავტომობილის სადაზღვევო პრემიის საშუალო ღირებულებას, ის თვეში საშუალოდ 125.92 ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, სადაზღვევო პრემიის საშუალო ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 20 ლარით არის გაზრდილი - სტატისტიკიდან მკაფიოდ არ ჩანს, თუ რა არის აღნიშნული ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.