19.აპრილი .2022 12:31

საქართველოს აზერბაიჯანის მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ეწვია
views 465
უკან

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია.

როგორც bm.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და საჰიბა გაფაროვა პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის შეხევდრა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაღიევთან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა