„საქართველოს ბანკი“ როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.
როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, „საქართველოს ბანკმა“ სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმნა სივრცე, სადაც მათ მათთვის საჭირო და საინტერესო მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებების ნახვა და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი უფასო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ბანკმა მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა:
• ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება
• საბუღალტრო მომსახურება
• საგადასახადო კონსულტაციები
• მარკეტინგული კამპანიები
• იურიდიული მომსახურება
• შრომის უსაფრთხოება
• ბიზნეს ტრენინგები
• IT მომსახურება
• კვლევა
• თიმბილდინგი
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების წინსვლასა და სამომავლო განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers , სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ.
დაინტერესებულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციით დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმკლავდნენ კრიზისს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განაგრძონ ზრდა - განვითარება, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5eeb6ce564991e3c92dfffde
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა