საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით, ბანკი მომხმარებელს უნიკალურ, 4B ბარათს სთავაზობს.
ახალი შეთავაზების ფარგლებში 4B-ს მომხმარებელი მიიღებს სპეციალურად მისთვის დამზადებულ 4B ბარათს, რომელიც VISA-სთან ერთად შეიქმნა. მისი მფლობელი ვიზა პლატინიუმის ყველა უპირატესობითა და სერვისით ისარგებლებს.
ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი შეძლებს გადახდისა და განაღდების მაღალი დღიური ლიმიტით ისარგებლოს, მიიღოს ფასდაკლებები და შეთავაზებები საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში. მეტიც, პირადი კონსიერჟი 4B-ს მომხმარებელს სრულიად უფასოდ შესთავაზებს მხარდაჭერას ისეთი ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში როგორიცაა: ბიზნესმიმოწერა (ინგლისურ/რუსულ ენებზე), სასტუმროს, რესტორნის დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ.
„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი 4B ბარათი, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა. ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი უამრავი უპირატესობით შეძლებს სარგებლობას. ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა სწორედ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს, მიიღონ საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. ახალ სივრცეში ბიზნესს პერსონალური ბანკირი ემსახურება. საგანმანათლებლო მიზნით კი, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.
4B ბარათზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი