საქართველოს ბანკი ფინტექ-მიმართულებით პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 29 მარტს 21:00 საათზე Amazon-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ვებინარი, თემატიკით „Building MVP on AWS” გაიმართება.
Amazon-ის წარმომადგენლები ეგორ შადრინი და ნიკიტა ხარჩენკო განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექ- სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორიცაა: პროდუქტის შექმნა, ოპტიმიზაცია, ქლაუდ- სერვისების გამოყენება და არქიტექტურის სწორად აგება. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ ამაზონის ვებსერვისებზე (AWS) და მათი გამოყენებით პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების (MVP) შექმნაზე.
ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
„ფინტექ-მიმართულების განვითარება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, Amazon-ის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად ვუმასპინძლოთ ამ მიმართულების ვებინარს. ის გზა, რომელსაც სტარტაპები განვითარების ადრეულ ეტაპზე გადიან. არცთუ ისე მარტივია და მნიშვნელოვანია, რომ მათ კომპეტენტურ რჩევებს გამოცდილი სპიკერები გაუზიარებენ. ვებინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპებს ამ რთული გზის მარტივად გავლაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
ვრცლად სპიკერების შესახებ:
ეგორ შადრინი Amazon Web-ის გადაწყვეტილებების უფროსი მენეჯერია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან ლოს-ანჯელესში, სადაც კომპანიებს აქსელერაციის სრულ პროცესში უწევდა ტექნიკური მიმართულებით მენტორობას. როგორც Amazon Web-ის წარმომადგენელი, ის ავითარებს და ეხმარება სტარტაპ-ეკოსისტემებს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.
ნიკიტა ხარჩენკო Amazon Web-ში სტარტაპების განვითარების მიმართულებით ეწევა საქმიანობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მათ მენტორობას უწევდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბაზრებზე გასვლის სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგი, ბრენდის აგება და ფინანსების მოზიდვა. დღესდღეობით ის სტარტაპ-ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი