საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების სერვისებს და ბიზნესს გადახდების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას აძლევს.
BOG-ის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ბაია ჭალელიშვილის განცხადებით, ციფრული პლატფორმის საშუალებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს მისი ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები.
საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმის საშუალებით ბიზნესისთვის შესაძლებელი იქნება:
· განაცხადის ონლაინ შევსება და მომენტალური რეგისტრაცია;
· გადახდის მეთოდების მინიმალურ დროში ინტეგრირება;
· საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა;
· ნავაჭრი თანხის სწრაფი ჩარიცხვა;
· შედეგების და გადახდების მონაცემების ანალიტიკა.
"ტექნოლოგიების დღის" ღონისძიებაზე ბაია ჭალელიშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ გადახდის მეთოდების ინტეგრირებას მომხმარებელი 15 წუთში, დეველოპერების ჩართულობის გარეშე, მარტივად შეძლებს.
საქართველოს ბანკის სპეციალური ციფრული სამართავი პანელის საშუალებით ბიზნესები შეძლებენ:
· მარტივად გაიარონ იდენტიფიკაცია;
· დარეგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად;
· შეუკვეთონ გადახდის მეთოდები;
· ონლაინ-რეჟიმში აკონტროლონ არჩეული გადახდის მეთოდები;
· მოიწვიონ და დაამატონ დამხმარე მომხმარებელი.
ბიზნესები BOG-ის ციფრული პლატფორმის საშუალებით, დამოუკიდებლად შეძლებენ გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას, მათ შორის, გადახდის გაუქმებას და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი