მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკი”: ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა

5f6865f1142d2
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 11:20
1058
"ადამიანებში უნდა გავაჩინოთ მოტივაცია - მათ, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს და ჰგონიათ, რომ მათი არსებული პროფესია ერთადერთი გამოსავალია, სწორედ ამ ადამიანებმა, თავისი თავი უნდა იპოვონ მომავლის პროფესიებში,  - ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” CRS მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა “საქმიან დილაში” პროექტზე - “მომავლის პროფესიები” საუბრისას განაცხადა.

როგორც გოჩაშვილი “მომავლის პროფესიებზე” საუბრისას აღნიშნავს, “საქართველოს ბანკმა” ორი ძირითი სეგმენტი გამოყო.

“ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. საბოლოო ჯამში, მივედით იმ რეალობამდე, რომ შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება და ბოლო პერიოდში პროფესიები ძირითადად ტექნოლოგიების მიმართულებით გამოჩნდა. მომავლის პროფესიების პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ კვლევების საფუძველზე ის აქტუალური პროფესიები გვეპოვნა, რომელიც დღეს და ხვალ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად  მოთხოვნადი იქნება. ტექნოლოგიების და ციფრული მიმართულებით პროფესიებზე მოთხოვნა მეტადაა.

გამოვყოფ ორ სეგმენტს,თავდაპირველად ფოკუსი იმ შემდგარ ადამიანებზე გავაკეთეთ, ვინც დღეს დასაქმების ბაზარზე რეალიზება თავისი პროფესიით მოახდინა, თუმცა მისმა არსებულმა პროფესიამ აქტუალობა დაკარგა. შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებმა თავისი ჰობი პროფესიად აქციონ, ხოლო ახალგაზრდებისთვის მოტივაციაა, რომ არსებული დამკვიდრებული პროფესიების მიღმა არსებობს პროფესიები, რომლებიც დღეს, ხვალ და ზეგ კიდევ მეტად აქტუალური იყოს. სწორედ ამას ემსახურება მომავლის პროფესიებს პროექტი", - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს ბანკმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ამჯერად სიახლე საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია “ინსორსთან” პარტრნიორობით დაიგეგმა და მიზნად შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის გაზრდა და იმ ადამიანების პროფესიული მხარდაჭერა დაისახეს, რომლებმაც ახალ რეალობაში სამსახური დაკარგეს.