ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, ინიციატივა 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პირველ ნაკადზე პროექტი ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს უმასპინძლებს.
2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
გარდა ამისა, www.businesscourse.ge-ზე მინიმუმ 3 კურსის გავლის შემთხვევაში, ისარგებლონ გრანტის მიღების შესაძლებლობით.
„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ წინასწარი მოკვლევების საფუძველზე, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს გააერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც დაეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი ბენეფიციარების გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო წარმატებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3jTZi6H
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება