მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

5f90370b2487f
თელარა გელანტია
21.10.20 17:25
3481
„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ: უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედი შეიჭრა, რომელმაც 23 ადამიანი მძევლად აიყვანა, თუმცა მოგვიანებით 4 პირი გაათავისუფლა. როგორც ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, ბოროტმოქმედი 500,000 დოლარს ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შსს-ს განცხადება - რა ხდება ზუგდიდში?