22.ოქტომბერი .2020 12:17

“საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს
views 2373
უკან

“საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს, რომელიც გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში ბანკის ფილიალში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.

“გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის”,- წერია ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნა 500 ათასი დოლარი და ვერტმფრენით გადაადგილების უზრუნველყოფა იყო. გვიან ღამით, მოხერხდა ყველა მძევლის გათავისუფლება. შეიარარებულ პირს გადასცეს მოთხოვნილი თანხა, რომელმაც ბანკის ფილიალი დატოვა. ოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა