21.ოქტომბერი .2021 13:23

Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" SME მიმართულებით საუკეთესოდ მეორედ აღიარა

Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" SME მიმართულებით საუკეთესოდ მეორედ აღიარა
views 354
უკან

„პანდემიამ ყველაზე ნეგატიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე იქონია. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავაფასოთ ფინანსური ინსტიტუტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული საუკეთესო მომსახურებისა და მხარდაჭერისთვის“, - ეს განცხადება Global Finance-ის გამომცემელსა და მთავარ რედაქტორ ჯოზეფ დ. ჯიარაფუტოს ეკუთვნის. მისივე თქმით, ეს იყო მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო გამოცემამ SME Bank Awards Program-შექმნა.

სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის წახალისებისკენ მიმართული პროგრამის ფარგლებში „საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - Global Finance-ის ეს აღიარება „საქართველოს ბანკმა“ წელს უკვე მეორედ მიიღო. პირველად ზაფხულში, როდესაც „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ამ ნომინაციაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად დასახელდა და მეორედ უკვე ახლა, როდესაც „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით საუკეთესოდ, საქართველოს მასშტაბით აღიარა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა.  

უნდა აღინიშნოს, რომ Best SME Bank Awards 2022 ჯილდოს ფარგლებში საერთაშორისო გამოცემამ, ბანკები ალგორითმის გამოყენებით, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიც მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობაა.

გამარჯვებულად კი ის ბანკები დასახელდნენ, რომლებმაც მათ ბაზრებზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილება საუკეთესოდ შეძლეს.

„საქართველოს ბანკში“ თვლიან, რომ ეს გამარჯვება ფინანსური ინსტიტუტის მიერ პანდემიის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაწეული ხელშეწყობის, პროგრამებისა და პროდუქტების შედეგია, რომელიც რთული მდგომარეობის მიუხედავად, კერძო სექტორის ინტერესებს მოარგეს და კრიზისულ პერიოდში მათი მოთხოვნები გაითვალისწინეს.

„მცირე და საშუალო ბიზნესზე პანდემიის დიდი ზეგავლენის შესამცირებლად „საქართველოს ბანკმა“ არაერთი ნაბიჯი გადადგა. ბანკი წლებია სექტორის საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს ნერგავს და ავითარებს. განსკუთრებით დიდი ყურადღება კი ბოლო პერიოდში პანდემიის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესების გაჯანსაღებას და განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევების შესახებ, რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის ყველაზე საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. ეს ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ბანკის, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორის და კიდევ ერთი სტიმული, არ გავჩერდეთ“, - ამბობს "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი.

ის თვლის, რომ მიღწეული აღიარება „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ერთობლივი, ხანგრძლივი და მიზანზე ორიენტირებული მუშაობის შედეგია.

„ჩვენ ორი მნიშნელოვანი რამ გვამოძრავებს: ერთი - მომხმარებლის საჭიროების ცოდნაა. ეს ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, თუმცა ამის უკან ძალიან დიდი გუნდი დგას, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს ადგენს და შესაბამის შეთავაზებებზე მუშაობს.

მეორე - მომხმარებლის კმაყოფილებაა, რისი კონტროლიც ყოველთვიურად ხორციელდება და როგორც კი რაიმე გამოვლინდება, რეაგირება ხდება. აქედან გამომდინარე ჩვენ წლების განმავლობაში ვქმნით საუკეთესო ციფრული არხებს, ყველაზე სწრაფი დაკრედიტების სისტემას და ჩვენს პარტნიორებს, სექტორულად სპეციალურ პროდუქტებს ვთავაზობთ. შესაბამისად, ეს ჩვენი ჩვეული სამუშაო პროცესია“, - ამბობს ზურაბ მასურაშვილი.

აღსანიშნია „საქართველოს ბანკის“ მიერ წლების განმავლობაში ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში შექმნილი პროდუქტებიც: „საქართველოს ბანკმა“ პირველად საქართველოში, მომხმარებლისთვის სრულიად უფასოდ, აპლიკაცია „ტერმინალი“ შექმნა; იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა შესაძლებელი ონლაინ გახადა; შეიმუშავა ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებელს ფაქტორინგი, ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტი; ასევე 2021 წელს ბანკმა ბიზნეს მომხმარებელს მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის ციფრული ბიზნეს ბარათი და ახალი მობილბანკი წარუდგინა, რომლითაც ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან გახდა შესაძლებელი; ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისი, ამავე პერიოდში, ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდულის შეთავაზება იყო; ამასთან, ბანკმა ბიზნესებს B2B პროგრამებში API სერვისების გამოყენების შესაძლებლობა მისცა; ხოლო 2020 წელს ბანკმა ბიზნეს განათლების ხელშეწყობისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“ შექმნა, რომლის მიმართაც ინტერესი, როგორც ბანკში აცხადებენ, მოსალოდნელზე მაღალია. „ბიზნესკურსის“ მომხმარებელთა რიცხვმა უკვე 10 000-ს გადააჭარბა.

ამიტომაცაა, რომ Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ არამხოლოდ ნომინაციაში - „საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ აღიარა, არამედ 2021 წელს საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა.

„საქართველოს ბანკის“ დიდი ხანია ტრადიციულ საბანკო სერვისებს აციფრულებს. ჩვენი მიდგომაა ბანკში არსებული ყველა სერვისი მომხმარებელმა ციფრულად მიიღოს, რაც მათ ხელმისაწვდომობას ზრდის“, - აღნიშნავს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

არაერთი წარმატებისა და აღიარების პარალელურად „საქართველოს ბანკში“ მიიჩნევენ, რომ ბიზნესის ხელშეწყობისა და პროდუქტების და მომსახურების სრულყოფისთვის, კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი, ამიტომ მიღწევებით არ კმაყოფილდებიან და მოძრაობას განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა