30.ნოემბერი .2021 01:00

საქართველოს ბანკი: მცირე და საშუალო ბიზნესის 80%-ზე მეტი ციფრულად იღებს ჩვენს მომსახურებას

საქართველოს ბანკი: მცირე და საშუალო ბიზნესის 80%-ზე მეტი ციფრულად იღებს ჩვენს მომსახურებას
views 501
უკან

ჩვენი მომხმარებელი მცირე და საშუალო ბიზნესის 80%-ზე მეტი ციფრულად იღებს ჩვენს მომსახურებას, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ გადაცემა „Forbes-კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამ სეგმენტში სწორედ გაციფრულების დონე იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი იმ აღიარებისა, რაც ბანკმა საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა Global Finance-სგან მოიპოვა.

„ამ ჯილდოს მიღება განისაზღვრა ასევე ჩვენ მიერ შეთავაზებული საბანკო მომსახურებების სპექტრიდან გამომდინარე, თუ რას ვთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესებს, და ასევე დაკრედიტების სისწრაფიდან გამომდინარე. როდესაც ბიზნესს სესხზე მოთხოვნა უჩნდება, ჩვენ ვცდილობთ, სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ბიზნესის მოთხოვნებზე კონცენტრირება, ვაანალიზებთ რისთვის სჭირდება კრედიტი ბიზნესს, და ვცდილობთ უფრო ფართოდ შევხედოთ მათ მოთხოვნებს“, - აღნიშნა ლევან კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა. გარდა ამისა, ამავე საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის სამი მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. კერძოდ, აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების ონლაინ შეთავაზება და საკრედიტო ონლაინ მომსახურება.