„საქართველოს ბანკი“ საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.
გადაწყვეტილება სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა.
„მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და იმ ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის და წელს საქართველოს სახელით ღირსეულად წარსდგნენ კიდეც ოლიმპიადაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. იმისთვის რომ მათდამი ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა, გადავწყვიტეთ მათ გავუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში. აქვე, მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს, რომელიც 2021 წლის სპორტული შედეგების მიხედვით საუკეთესოდ დასახელდა. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ კი ლერი აბულაძე და მარიამ ქედიკაშვილი გახდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად კი გიორგი მაგრაქველიძე დასახელდა. ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.
ინფორმაციისთვის: „საქართველოს ბანკი“ ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს გენერალურ პარტნიორობას უკვე რამდენიმე წელია უწევს და კვლავაც განაგრძობს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას.
(NS)
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო