მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს სერვისების მიწოდებას

5e7610dbdb329
BM.GE
21.03.20 17:02
1261
საქართველოს ბანკი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. ამის შესახებ ფინანსური ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული.

"შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი. ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით. საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/remote-services  

საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება",- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.