მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" 7500-ივე თანამშრომელი ინარჩუნებს სამსახურს, თუმცა ცვლილებები გვექნება"

5ead45ac44a8c
ინგა მურუსიძე
02.05.20 22:45
6276
დღეისთვის „საქართველოს ბანკის“ 7500-ივე თანამშრომელი ინარჩუნებს სამსახურს, თუმცა ცვლილებები გვექნება, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes talks ფორმატში ფორბსის მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი განმარტებით, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ გარკვეული მიმართულებებით კადრების მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო გარკვეული მიმართულებებით - შემცირდება.

„დღეისათვის ყველა ინარჩუნებს სამსახურს, თუმცა რაღაც ცვლილებები გვექნება. მაგალითად რაღაც მიმართულებებზე იქნება მეტი მოთხოვნა, რაღაცაზე - ნაკლები. შეიძლება მაგალითად ქოლცენტრში რაღაც ცვლილება იყოს, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ შესძლებლობა მივცეთ ყველას და არ მოხდება ისე, რომ ვიღაცამ დაკარგა სამსახური და არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ებრძოლა იმისთვის, რომ სხვაგან დასაქმებულიყო. ეს არის ჩვენი მიზანი #1, რომ ცვლილებების განხორციელება ისე შევძლოთ, რომ ამის საშუალება მიეცეს ყველას“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ის ამბობს, რომ პანდემიის დაწყებისთანავე „საქართველოს ბანკის“ მთელი გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და მუშაობა ისე გააგრძელა, გამოწვევების კვალდაკვალ.

„კორონავირუსის დროს ერთადერთი რაც ვიგრძენი იყო სიამაყე იმით, რომ ათასობით ადამიანი ერთ გუნდად, ერთი მიზნისთვის შეიკრა - ეს იყო საოპერაციო უწყვეტობის უზრუნველყოფა, ძალიან მოკლე ვადაში. ეს იყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა გადაადგილების შეზღუდვა. სანამ სახელმწიფო რამეს გვეტყოდა ჩვენ ვთქვით, რომ ეს მოდიოდა და ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები. ეს იყო ძალიან დიდი ძალისხმევა“, - ამბობს გაჩეჩილაძე.